Euronews: გაუქმდა ზელენსკის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები იგეგმებოდა
Euronews-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ბრიუსელში გაუქმდა. მისი მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის განცხადებით, კიევმა ვიზიტის დადასტურება ამერიკული მხარის გეგმების შეცვლის გამო ვეღარ შეძლო.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ორშაბათს, ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გეგმების შეცვლის გამო, კიევი ვიზიტს ვეღარ ადასტურებს.
კვირას უკრაინულ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 27 ან 28 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა და მასში უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც მიიღებდა მონაწილეობას.
Euronews-ის შეკითხვაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ უპასუხა, რომ დიპლომატიურ პროცესებში კვლავაც ჩართულია, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…