ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებზე რუსეთზე ქმედითი ზეწოლისა და თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩემს გუნდთან ერთად უკვე ბრიუსელში ვარ, რათა მონაწილეობა მივიღო ევროპული საბჭოს სხდომაში და მოლაპარაკებები გავმართო ჩვენს პარტნიორებთან”, - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ასევე პოლონეთის, დანიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე, ბელგიის მეფე ფილიპესთან. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან, ისევე როგორც უნგრეთის, ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებთან.
„ევროპაში ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ამისთვის კი საჭიროა მკაფიო სიგნალები - რუსეთზე უფრო ქმედითი ზეწოლა და უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის გაძლიერება. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად“, - აცხადებს ზელენსკი.
ციტატები სტატიიდან
„ევროპაში ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ამისთვის კი საჭიროა მკაფიო სიგნალები - რუსეთზე უფრო ქმედითი ზეწოლა და უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის გაძლიერება. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.