ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ნოემბერში სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინა, რუსეთი და აშშ მიიღებენ - Euronews

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოემბერში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა იგეგმება, რათა ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ნოემბერში სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინა, რუსეთი და აშშ მიიღებენ - Euronews
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ნოემბერში სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინა, რუსეთი და აშშ მიიღებენ - Euronewsრუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი, რომლის მიზანიც ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

"ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ საკითხი ტერიტორიულ პრობლემას ეხება, ის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს, სხვა საკითხები კი ტექნიკური ჯგუფების კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ამ ყველაფრის განხილვა ნოემბერშია შესაძლებელი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სამივე მხარის მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ. მათი მიზანი გაჭიანურებული ომის შეჩერებაა.

ბოლო განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაძლიერებული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გაკეთდა.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი, სამშაბათს, ოსლოში, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს, ხოლო ოთხშაბათს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრების შემდეგ, როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები ვაშინგტონის შუამავლობით.

როგორც საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მოლაპარაკებების განახლებას 10 ნოემბრის შემდეგ. ეს განცხადება რუსეთის ლიდერისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება "კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ვაშინგტონის ინიციატივას, მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე განახლების შესახებ.

"დღის წესრიგი ნათელია: ომის დასრულება, მშვიდობის დამყარება და, რამდენადაც მე მესმის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საჭირო საკითხების მომზადება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ საკითხი ტერიტორიულ პრობლემას ეხება, ის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს, სხვა საკითხები კი ტექნიკური ჯგუფების კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ამ ყველაფრის განხილვა ნოემბერშია შესაძლებელი“
„კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე“
„დღის წესრიგი ნათელია: ომის დასრულება, მშვიდობის დამყარება და, რამდენადაც მე მესმის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საჭირო საკითხების მომზადება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ პუტინს ზელენსკისთან და ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს - ოთხშაბათს სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები