პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ ვორონეჟს დაესხნენ თავს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე უკრაინული დრონების მასშტაბურ თავდასხმას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 40-მდე დაშავდა. რუსული მხარის განცხადებით, ნგრევაა სამოქალაქო და ეკონომიკურ ობიექტებზე, ხოლო სამიზნე სავარაუდოდ ადგილობრივი საავიაციო ქარხანა იყო.

უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ ვორონეჟს დაესხნენ თავს
ბათუმელები

26 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთში, ქალაქ ვორონეჟს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.

რუსული მხარის ინფორმაციით, ქალაქზე რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის თქმით, 113 დრონიდან 70 დრონი უშუალოდ ქალაქის თავზე ჩამოაგდეს.

შეტევას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დრონის ნამსხვრევები გარეუბანში მატარებელს დაეცა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ნგრევა იყო ეკონომიკურ ობიექტებსა და სამოქალაქო სექტორში.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 3 და დაშავდა 40-მდე ადამიანი.

უკრაინული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინის სამიზნე ვორონეჟის ავიამშენებელი კომპანიის საწარმო იყო, რომელიც გრძელმანძილიანი Il-96 ფართო კორპუსის თვითმფრინავებს აწარმოებს. ის ასევე დაკავებულია სხვა ტიპის თვითმფრინავებისთვის ცალკეული კომპონენტების წარმოებით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმასირებული შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვორონეჟს დრონები უტევენ, წერენ აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები