ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსულ ბომბდამშენებს დაარტყა ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ცნობით, „ნეპტუნის“ კომპლექსით იერიში მიიტანეს რუსეთის ბორისოგლებსკის აეროდრომზე, სადაც სუ-34მ ტიპის 6 ბომბდამშენს დაარტყეს. მოსკოვს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსულ ბომბდამშენებს დაარტყა ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსულ ბომბდამშენებს დაარტყა ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზერადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ 15 ოქტომბერს დღისით განაცხადა, რომ ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე იერიში გასულ ღამით მიიტანეს სარაკეტო კომპლექსით „ნეპტუნი“. დარტყმა იყო სუ-34მ ტიპის ექვს ბომბდამშენზე და ფრენების უზრუნველყოფის ტექნიკურ დანადგარზე. აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია დეტონაცია და ხანძარი.

ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო შეტევისა და ხანძრის შესახებ ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს ღამით წერდა მონიტორინგის უკრაინული არხი Exilenova+.

რუსეთს აეროდრომზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები