ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასირებული შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე

რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე მასირებული დრონების შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა, რის შესახებაც ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი იტყობინება. დარტყმები განხორციელდა სამრეწველო ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლაც.

მასირებული შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე
მასირებული შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ვორონეჟზერადიო თავისუფლება

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა მსხვერპლი და ხანძრები სამრეწველო და სხვა ობიექტებზე. მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამხედრო დანიშნულების საწარმოები.

ვორონეჟის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევის საფრთხე 26 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის გამოაცხადეს, ორი საათის შემდეგ კი - სარაკეტო საფრთხეც.

ოფიციალური ცნობები

დილით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაიღუპა 2 და დაიჭრა 17 ადამიანი.

გუსევის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ „აღმოაჩინა და გაანადგურა” 113 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 70-ზე მეტი ქალაქ ვორონეჟის თავზე.

გუბერნატორის ცნობითვე, ხანძრები გაჩნდა რამდენიმე საწარმოში, ქალაქ ვორონეჟის იმ რაიონში, რომელსაც საქმიან ცენტრს უწოდებენ, სკოლის სტადიონზე, მრავალბინიან სახლში და აგარაკების ორ დასახლებაში. ფასადები და ფანჯრები დაზიანებულია ქალაქის თითქმის ყველა რაიონში.

გუსევს არ დაუსახელებია კონკრეტული საწარმოები, სადაც ხანძრები გაჩნდა.

რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე დარტყმის ქვეშ მოექცა სამგზავრო მატარებელი, რომელიც ანაპა-მოსკოვის რეისს ასრულებდა. დაშავდა სულ მცირე 5 მგზავრი. სარკინიგზო მომოსვლა შეჩერებულია.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხის Supernova+-ის წინასწარი მონაცემებით, ვორონეჟში დარტყმა იყო ნავთობქიმიურ საწარმოზე „ვორონეჟსინთეზ კაუჩუკი“, საავიაციო ტექნიკის მწარმოებელ ქარხანასა და ჩრდილოეთის ხიდზე. ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ რაიონებშიც.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, ქალაქ ვორონეჟში დაზიანებულია ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „ურიცკი“. დრონი მოხვდა ბიზნეს-ცენტრ „ჩიჟოვის გალერეას“.

უკრაინას ვორონეჟზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვორონეჟი მთელი ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები