ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში თავს დაესხნენ სამხედრო საწარმოს

მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა სერპუხოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „75 არსენალს“ შეუტიეს, ხოლო მოსკოვის მერის მტკიცებით, რეგიონისკენ 630 დრონი მიფრინავდა.

უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში თავს დაესხნენ სამხედრო საწარმოს
უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში თავს დაესხნენ სამხედრო საწარმოსბათუმელები

მედიის ცნობით, 22 ოქტომბრის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს.

მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ სერპუხოვში უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „75 არსენალზე“ რომელიც იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს. ტელეგრამ-არხი Exilenova+ წერს, რომ მოსკოვის ოლქს არა მხოლოდ დრონები, არამედ რაკეტებიც დაესხნენ თავს.

სერპუხოვში მცხოვრებნი ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ სულ მცირე სამი რაკეტა ჩამოვარდა. ქალაქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით სულ 630 უკრაინული დრონი დაფრინავდა, რომელთა უმეტესობა „შორეულ წერტილებში“ გაანადგურეს.

ამავე დროს, რუსული კრემლისტური სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმის მცდელობა გუშინ საღამოსა და ღამით 2026 წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

უკრაინულმა დრონებმა ლიპეცკსაც შეუტიეს. ოფიციალური ცნობებით, დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი შენობების ფანჯრები და ფასადები და კლინიკა.

ასევე, დრონების თავდასხმა იყო ვორონეჟსა და ვორონეჟის ოლქში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შორეულ წერტილებში“
სერგეი სობიანინმა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით 1 015 უკრაინული დრონი ჩამოაგდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები