ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – ჩემს ბავშვობაში კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ, თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა

სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბავშვობაში ქუჩას კრიმინალები მართავდნენ, თავდასაცავად აფრიკული ბებუთი დაჰქონდა, პარალელურკლასელმა კი მუხლში საქსოვი ჩხირი შეურჭო.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემს ბავშვობაში კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ, თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა
მიხეილ სააკაშვილი – ჩემს ბავშვობაში კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ, თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდაპირველი არხი

საქართველოში რაც ხდება, მე ყველაფერი ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მის ბავშვობაში ქუჩას კრიმინალები მართავდნენ.

„მე ყველაფერი ვიცი, რაც ხდება საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, საკნიდან დღეში 50 წერილს ვპასუხობ, რომლებსაც ვიღებ სოციალური ქსელებით, თვეში ხანდახან ვპასუხობ ათასობით წერილს. მინდა, ვუპასუხო საჯაროდ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ 15 წლის ბავშვს, რომელმაც „ინსტაგრამზე“ მომწერა. მწერს, რომ გადაეკიდნენ „ქუჩის კაი ბიჭები“. მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი ბავშვობაც ზუსტად ასეთი იყო, კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ. მოდიოდნენ შავი ქუჩის ბიჭები და იწყებდნენ ლაპარაკს, რა უბნელი ხარო, მერე ცემა-ტყეპას და ა.შ.

მე ვსწავლობდი 51-ე სკოლაში. პარალელურ კლასში სწავლობდა ქუჩის კრიმინალი დათო ასათიანი, რომელმაც მერე კალაძის ძმა გაიტაცა და მოკლა. გამოსასყიდი გამოართვა და მაინც მოკლა. შესვენებისას ეს დათო ასათიანი დამეკონტაქტა და კლასში გოგოსთან რომ ზიხარ, გადაჯექი, ეგ გოგო მე მომწონსო. მეც მომწონდა ის გოგო და არსად არ გადავჯექი. ამის შემდეგ დაიწყო გარჩევები, ქუჩაში და სახლთან დახვედრები. გიული პირველად გაიგებს ალბათ დღეს, რომ „სპიციც“ გამიყარა მუხლში. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი იმდენად არ იყო. ვიდრე ბოლოს ხელი არ ჩაიქნია და თავი არ დამანება. მაშინ დავიწყე ორ სპორტსმენ კლასელთან ერთად სიარული. მე თვითონ კალათბურთზე დავდიოდი, წყალბურთზეც და შემეძლო რაღაც დონეზე ფიზიკურად დაცვა. თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა ეზოში და სკოლაში. კიდევ კარგი, არასდროს გამომიყენებია. ასეთი სიტუაცია იყო. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა კანონიერი ქურდი გელა კენკიშვილი. მან დღისით, მზისით, როდესაც ყველა მეზობელი აივანზე იყო გამოფენილი, კარტის თამაშის დროს მეორე მეზობელი ძალიან მძიმედ დაჭრა, ძლივს გადაარჩინა სასწრაფომ. მეორე დღეს არცერთმა კაცმა არ უთხრა მილიციას, რომ ეს ასე მოხდა. ქურდები შეკრული იყვნენ მილიციასთან და თუ ეტყოდნენ, მერე იმათ დახოცავდა, იმათ ბინას გაქურდავდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ყველაფერი ვიცი, რაც ხდება საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, საკნიდან დღეში 50 წერილს ვპასუხობ, რომლებსაც ვიღებ სოციალური ქსელებით, თვეში ხანდახან ვპასუხობ ათასობით წერილს. მინდა, ვუპასუხო საჯაროდ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ 15 წლის ბავშვს, რომელმაც „ინსტაგრამზე“ მომწერა. მწერს, რომ გადაეკიდნენ „ქუჩის კაი ბიჭები“. მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი ბავშვობაც ზუსტად ასეთი იყო, კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ. მოდიოდნენ შავი ქუჩის ბიჭები და იწყებდნენ ლაპარაკს, რა უბნელი ხარო, მერე ცემა-ტყეპას და ა.შ. მე ვსწავლობდი 51-ე სკოლაში. პარალელურ კლასში სწავლობდა ქუჩის კრიმინალი დათო ასათიანი, რომელმაც მერე კალაძის ძმა გაიტაცა და მოკლა. გამოსასყიდი გამოართვა და მაინც მოკლა. შესვენებისას ეს დათო ასათიანი დამეკონტაქტა და კლასში გოგოსთან რომ ზიხარ, გადაჯექი, ეგ გოგო მე მომწონსო. მეც მომწონდა ის გოგო და არსად არ გადავჯექი. ამის შემდეგ დაიწყო გარჩევები, ქუჩაში და სახლთან დახვედრები. გიული პირველად გაიგებს ალბათ დღეს, რომ „სპიციც“ გამიყარა მუხლში. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი იმდენად არ იყო. ვიდრე ბოლოს ხელი არ ჩაიქნია და თავი არ დამანება. მაშინ დავიწყე ორ სპორტსმენ კლასელთან ერთად სიარული. მე თვითონ კალათბურთზე დავდიოდი, წყალბურთზეც და შემეძლო რაღაც დონეზე ფიზიკურად დაცვა. თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა ეზოში და სკოლაში. კიდევ კარგი, არასდროს გამომიყენებია. ასეთი სიტუაცია იყო. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა კანონიერი ქურდი გელა კენკიშვილი. მან დღისით, მზისით, როდესაც ყველა მეზობელი აივანზე იყო გამოფენილი, კარტის თამაშის დროს მეორე მეზობელი ძალიან მძიმედ დაჭრა, ძლივს გადაარჩინა სასწრაფომ. მეორე დღეს არცერთმა კაცმა არ უთხრა მილიციას, რომ ეს ასე მოხდა. ქურდები შეკრული იყვნენ მილიციასთან და თუ ეტყოდნენ, მერე იმათ დახოცავდა, იმათ ბინას გაქურდავდა“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ამ იმბეცილებს სჯერათ, რომ ვიღაც ყიფიანი გახდება “ახალი მიშა” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები