მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს ქვეყანა 90-იანებში აბრუნებს, თავად კი „პუტინურ ტყვეობაშია“, მაშინ როცა კრიმინალის აღმოფხვრა მოკლე დროში შეუძლია.

გადავწყვიტე ბოლომდე გითხრათ მწარე სიმართლე, რაც უფრო დიდხანს შეეგუებით ჩემს ტყვეობას, მით უფრო მეტი თქვენგანი, თქვენი ახლობელი და ნაცნობი ემსხვერპლება ჯერ ამ დანაშაულის ტალღას, რომელიც ახლაა და მალე კი დანაშაულის ნამდვილ ცუნამს, რომელიც გვიახლოვდება, – ამის შესახებ ყოფილი პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის, ვისაც შეუძლია, ძალიან მოკლე ხანში მთლიანად აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, უკვე მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს.
„კიდევ ორი ადამიანი გახდა დაქირავებული მკვლელების მიერ ჩადენილი დაკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი.
ივანიშვილი დიდი სიჩქარით აბრუნებს 90-იანების საქართველოში და ეს ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ 90-იანებში კვანტრიშვილების „იმერული მაფიის“ წყალობით გახდა მილიარდერი რუსეთში. როცა დიქტატორი თავად არის ჩართული ქოლ-ცენტრების სანქციების გვერდის ავლის, გადასახადების დამალვის, კრიმინალურ საქმეებში და რომელიც ეფუძნება მთლიანად კრიმინალებისგან დაკომპლექტებულ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელმაც გუშინვე სისხლიანი გარჩევა მოაწყო მრგვალ ბაღში.
ის ვისაც შეუძლია, ძალიან მოკლე ხანში მთლიანად აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, უკვე მე-6 წელია დროს კარგავს, ქართველების ხელით განხორციელებულ, პუტინურ ტყვეობაში, რუსთავის ციხეში და ზოგიერთი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს. ხოდა, რაც უფრო დიდხანს შეეგუებით ჩემს ტყვეობას, მით უფრო მეტი თქვენგანი, თქვენი ახლობელი და ნაცნობი ემსხვერპლება ჯერ ამ დანაშაულის ტალღას, რომელიც ახლაა და მალე კი დანაშაულის ნამდვილ ცუნამს, რომელიც გვიახლოვდება. გადავწყვიტე ბოლომდე გითხრათ მწარე სიმართლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…