ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,, ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე” – სააკაშვილი

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხელისუფლებამ ახალგაზრდობა ნარკოტიკებსა და ქოლცენტრებში დაასაქმა. მან ასევე ისაუბრა 90-იანი წლების კრიმინალზე და აღნიშნა, რომ არსებული დიქტატურა მალე დაემხობა.

,, ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე” – სააკაშვილი
,, ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე” – სააკაშვილიალია

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:

,,90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ როგორც ბანდები, ასევე სამართალდამცავი ორგანოები. ვარდების რევოლუციამ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი.

ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში და ამ ყველაფრის კონტროლი დაავალა პოლიციას და უშიშროებას, და წილების მასთან ატანა, და როდესაც ლილუაშვილმა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს…

მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. “

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.