მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო და ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეფე ჰარალდ V-ის ხსოვნას და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.