ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის საელჩო – გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას

გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, იუწყება გერმანიის საელჩო.

გერმანიის საელჩო – გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას
გერმანიის საელჩო – გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასპირველი არხი

გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს მისია გერმანული A-319 OH სადაზვერვო თვითმფრინავით საფრანგეთთან, კანადასთან, იტალიასთან, ლატვიასთან და საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში აცხადებენ, თვითმფრინავის გამოყენება ასევე შესაძლებელია ღია ცის შესახებ ხელშეკრულების სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა მისიის შესრულებისას.

„ხელშეკრულება ღია ცის შესახებ 32 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, განახორციელონ შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები სხვა წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე. ბორტზე მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ყოველთვის იმყოფებიან შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლები და მრავალეროვნული საინსპექციო ჯგუფი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას და თავიდან იცილებს გაუგებრობებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელშეკრულება ღია ცის შესახებ 32 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, განახორციელონ შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები სხვა წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე. ბორტზე მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ყოველთვის იმყოფებიან შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლები და მრავალეროვნული საინსპექციო ჯგუფი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას და თავიდან იცილებს გაუგებრობებს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

უახლესი ამბები