რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელია
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დეოკუპაციის შემთხვევაში რუსეთთან ნორმალური საუბარი სწორი და გამართლებულია. შალვა პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია სერბეთთან პარალელების გავლებას ტყუილად ცდილობს და გამარჯვების შანსი არ აქვს.
საქართველოში ოპოზიცია და მისი აქტივისტები სერბეთთან პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არათუ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ გამარჯვების შანსი, არამედ სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ.
შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ ფლანგზეც. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას თქმით, რუსეთთან ნორმალური საუბარი დეოკუპაციის შემთხვევაში არის სწორი და გამართლებული.
"რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება არის ფორმალური განაცხადი, რომელიც, ყველა ნორმალურ სახელმწიფოს აქვს ხოლმე, ხომ? ჩვენც ვამბობდით "ლელო ძლიერ საქართველოშიო", რომ, რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა მოხდეს დეოკუპაციაზე საუბარი. რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, არის სწორი და გამართლებული. თუ სხვა, მათ შორის, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება არის ფორმალური განაცხადი, რომელიც, ყველა ნორმალურ სახელმწიფოს აქვს ხოლმე, ხომ? ჩვენც ვამბობდით "ლელო ძლიერ საქართველოშიო", რომ, რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა მოხდეს დეოკუპაციაზე საუბარი. რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, არის სწორი და გამართლებული. თუ სხვა, მათ შორის, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…