გრიგოლ გეგელია - რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება - არანაირი სტაბილიზაცია და რევიზია რუსული პოლიტიკისა არ მოხდება, ვიდრე საქართველოს ეს რეჟიმი ჰყავს
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, არსებული რეჟიმი რუსულია და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული კავშირისგან დაშორება. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ეს რეჟიმია ხელისუფლებაში, ევროპულ კავშირთან ურთიერთობების სტაბილიზაცია და პოლიტიკის რევიზია არ მოხდება.

რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება. შესაბამისად, არანაირი სტაბილიზაცია, რეფორმა და რევიზია არსებული რუსული პოლიტიკისა არ მოხდება, ვიდრე საქართველოს ეს რეჟიმი ჰყავს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროპელი პარტნიორების მისამართით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ეს რეჟიმი არავითარ სტაბილიზაციას ევროპულ კავშირთან არ აპირებს“ და არც იმ ნაბიჯების გადადგმაა გეგმაში, რომლებიც ევროპულ კავშირთან ურთიერთობების სტაბილიზაციას წინ უნდა უძღოდეს.
„ყველასათვის ნათელია, რომ ეს რეჟიმი არავითარ სტაბილიზაციას ევროპულ კავშირთან არ აპირებს. არც იმ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, რომლებიც შესაძლო სტაბილიზაციას წინ უნდა უძღოდეს. ეს რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება. შესაბამისად, არანაირი სტაბილიზაცია, რეფორმა და რევიზია არსებული რუსული პოლიტიკისა არ მოხდება, ვიდრე საქართველოს ეს რეჟიმი ჰყავს. ამ რეჟიმის პირობებში მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ჰორიზონტზე არ იქნება, რაც დღეს კრიტიკულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას - მეტი მშვიდობა, სოციალური სტაბილურობა და პერსპექტივა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ციტატები სტატიიდან
„ყველასათვის ნათელია, რომ ეს რეჟიმი არავითარ სტაბილიზაციას ევროპულ კავშირთან არ აპირებს. არც იმ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, რომლებიც შესაძლო სტაბილიზაციას წინ უნდა უძღოდეს. ეს რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება. შესაბამისად, არანაირი სტაბილიზაცია, რეფორმა და რევიზია არსებული რუსული პოლიტიკისა არ მოხდება, ვიდრე საქართველოს ეს რეჟიმი ჰყავს. ამ რეჟიმის პირობებში მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ჰორიზონტზე არ იქნება, რაც დღეს კრიტიკულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას - მეტი მშვიდობა, სოციალური სტაბილურობა და პერსპექტივა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.