ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც დაახლოებით 10 900 000 ლარი გამოიყო. გამგეობის ცნობით, სამუშაოები მოიცავს წყალარინების ქსელის, კიბეების, ლიფტების, სახურავებისა და კორპუსების სხვა ელემენტების განახლებას.

ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდაიმედინიუსი

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, დაახლოებით, 10 900 000 ლარი გამოიყო.

კერძოდ, სამუშაოების ჩამონათვალშია წყალარინების შიდა ქსელის, სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების, კარების, ასევე, კორპუსების სართულშუა ნაპრალების განახლება.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

უახლესი ამბები