უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა
უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტებს მხარი დაუჭირა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელების შესახებ.
საომარი მდგომარეობის გაგრძელებას მხარი 293-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა, მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელებას კი 281-მა დეპუტატმა.
ასევე 280-მა დეპუტატმა მისცა ხმა აღნიშნული კანონპროექტების პარლამენტის სპიკერის მიერ დაუყოვნებლივ ხელმოწერასა და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნას. ამჟამად უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2026 წლის 31 ოქტომბრის 05:30 საათამდე მოქმედებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…