ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, პარტიების აკრძალვას? – ზვიად ტომარაძე

ქართული ოცნება

ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვას მხარს არ უჭერს, რადგან „ქართული ოცნების“ სარჩელებში კონსტიტუციური საფრთხე დასაბუთებული არ არის, ხოლო 2008 წლის ომის საბაბად გამოყენება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, პარტიების აკრძალვას? – ზვიად ტომარაძე
რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, პარტიების აკრძალვას? – ზვიად ტომარაძეალია

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

,,პარტიების აკრძალვაზე.

ასაკრძალი პარტიების მიმართ, რბილად რომ ვთქვა ნეგატიურად ვარ განწყობილი სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგადადაც საქართველოში მოქმედი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა არ გამოხატავს ქართველი ერის ნებას, მიზნებსა და საჭიროებებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიების აკრძალვას მხარი დავუჭირო და აი რატომ:

1) საქართველოს კონსტიტუციაც და საერთაშორისო სტანდარტები პარტიების აკრძალვას უშვებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მყისიერი და რეალური საფრთხე კონსტიტუციური წყობისთვის, რაც „ქართული ოცნების“ სარჩელებში დასაბუთებული არ

არის.

2) 2008 წლის ომის აკრძალვის ერთ-ერთ საბაბად გამოყენება, რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს, სამართლებრივ საფუძველს ანიჭებს და ამართლებს მის შემოჭრას საქართველოში, რაც სამომავლოდ გამოყენებული იქნება ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერ ფორმატში.

3) დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ კრძალავს პარტიებს, ანუ ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავდეს და მუშაკობდეს სახელმწიფოს ძლიერებისთვის და მას ამ საქმიანობაში ხელს უშლიდეს ეს სუბიექტები, კიდევ შესაძლებელი იქნებოდა გამართლება, თუმცა ქართული ოცნება არაფრით არ არის უკეთესი იმ პარტიებზე, რომლის აკრძალვასაც აპირებს.

4) ზოგადად საქართველოში პოლიტიკური ველი ტოკსიკურია და თუ ხელისუფლებას “პარტიების აკრძალვა” სურს, ამისთვის საარჩევნო სისტემის შეცვალაა საჭირო, ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ განხორციელებადია, სრულიად მაჟორიტარული სისტემის შემოღება და მაქსიმუმ 100 კაციანი პარლამენტი იქნებოდა საკმარისი.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„პარტიების აკრძალვის საქმეში ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე იმალება“ – მიხეილ შარაშიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები