,, …წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები” – მაია ბუწაშვილი
ექიმ მაია ბუწაშვილის განცხადებით, გრიპის უფასო ვაქცინაციამდე ექიმის კონსულტაცია საჭირო არ არის და ამაზე დროისა და თანხის კარგვა კლინიკაში ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის. მისი თქმით, წლევანდელი ტრივალენტური ვაქცინის გამოყენება საერთაშორისო გადაწყვეტილებაა.

ექიმი მაია ბუწაშვილი:
,,ამ დღეებში გრიპზე დაიწყება უფასო ვაქცინაცია.
მინდა ყურადღება გავახვილო იმ ფაქტზე, რომ ვაქცინაციამდე არავითარი ექიმის კონსულტაცია არ არის საჭირო! (მათ შორის არც ჩემი).
ამაზე (ექიმთან ჩაწერაზე) უსაფუძვლოდ იკარგება დრო, პაციენტს დამატებით უწევს კონსულტაციის თანხის გადახდა და დამატებითი დროის დაყოვნება კლინიკაში, რაც გრიპის სეზონზე ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.
ასევე მინდა დავაკონკრეტო, რომ სურდოს სიმპტომები და ალერგია გრიპზე აცრის წინაადეგჩვენებას არ წარმოადგენს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადრე უშუალოდ გრიპის ვაქცინაზე იყო ალერგიული რეაქცია, რაც თავისთავად უკიდურესად იშვიათი მოვლენაა). სხვა რამეზე ალერგიის ქონდა წინააღმდეგჩვენება არ არის.
…წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები.
სამკომპონენტიანი ვაქცინა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ შემოდის, ეს საერთაშორისო გადაწყვეტილებაა და უკავშირდება იმას, რომ მეოთხე კომპონენტი მიმართული იყო B ტიპის ერთ-ერთი ქვეტიპის (Yamagata) წინააღმდეგ, რომელიც უკვე აღარ ცირკულირებს. შესაბამისად, მის წინააღმდეგ აცრამ აზრი დაკარგა. ამიტომ სამკომპონენტიანის გამო შეგვიძლია არ ვინერვიულოთ.”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.