ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძემ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თელავის ისტორიულ მუზეუმში არსებულ საჭიროებებს გაეცნო და განაცხადა, რომ ძეგლების ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თელავის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან კახეთის მხარეში გიორგი თუშიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მუზეუმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლისგან, ანა მაისურაძისგან მოისმინა.

თელავის ისტორიული მუზეუმი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

"თელავის ისტორიულ მუზეუმში, 2012 წელს,სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა; 2018 წელს მუზეუმი სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაიხსნა. აქ რეგულარულად იმართება გამოფენები და არა მარტო - მუზეუმი მასპინძლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებას. ამავდროულად, მუზეუმს აქვს გარკვეული საჭიროებები, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრეთ. რეაბილიტაციას საჭიროებს ძეგლების ნაწილი, გარდა ამისა, დამატებით განსახორციელებელია კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული მიმართულების სამუშაო. დავიწყებთ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას. ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია და შესაბამისი სივრცეებში პირობების შექმნა აუცილებელია მუზეუმის კოლექციების სათანადო დაცვისთვის, ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მისი კულტურული და საგანმანათლებლო როლის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ჩვენი მიზანია, მუზეუმების ინფრასტრუქტურა განვითარდეს ისე, რომ შეიქმნას ვიზიტორებზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი გარემო", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

2027 წლის 7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელება.

მინისტრთან ერთად თელავის მუზეუმში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელოვნებო განათლების საუკეთესო პირობებში მიღებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები