საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელის განხილვა განახლდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ამომრჩევლისთვის ხმის უფლების შეზღუდვაში სდებს ბრალს, მმართველი გუნდი კი მათ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლეთა პლენუმმა ოპოზიციის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. კერძოდ, საკითხი ეხება მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას.
მანამდე, მხარეებმა მედიასთან ისაუბრეს. მმართველი გუნდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას სხვადასხვა სახელი და ნომერი აქვს, ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, რაც დესტრუქციულ ქმედებებში გამოიხატება.
პარალელურად, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი მიმდინარე პროცესით ამომრჩეველთა ნაწილს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…