ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რათა დაადგინოს, „ქართული ოცნებაა“ ანტიკონსტიტუციური თუ ოპოზიციური პარტიები. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მათი აკრძალვა პოლიტიკურ ველს გაასუფთავებს და უცხოელი აქტორების კრიტიკას ვერ მიიღებენ.

შალვა პაპუაშვილი – 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი
შალვა პაპუაშვილი – 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინიპირველი არხი

საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც არის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში პარტიების აკრძალვისა, საგარეო პოლიტიკური აქტორებისგან კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს.

„ჩვენ არ გვეხებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ დღეს გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია და ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფიციალურად არის გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ. მათზე მიყურადება მიდის, მათში შეგზავნილი აგენტები მუშაობენ და ა.შ. ოფიციალურად, გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალოგია გერმანიაში, ჰყავს პირდაპირ მოსმენაზე დასმული მთავარი ოპოზიციური პარტია, ხელისუფლებას. ასე რომ, როცა ასეთი ვითარებებია სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემდეგ „პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს“.

„პარტიების აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი ვითარება, რაც არის, რომ ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ, პარტიულ პროცესს საქართველოში, ეს ტოქსიკური, მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს საზოგადოებას.

ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს ბიზნესი, რომელიმე კომპანია, არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიებიც, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ, პაპუაშვილის განცხადებით, მიმართეს სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნებაა“ არაკონსტიტუციური თუ ეს პარტიები.

„14 წელია, ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი, 14 წელია, უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური და, შესაბამისად, სასამართლო დაადგენს ამას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ 14 წლის განმავლობაშ რომ ამტკიცებდა, „ქართული ოცნება“ არის არაკონსტიტუციური, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, შეეძლოთ, 14 წელი ჰქონდათ მათ იმისთვის, მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. 30 დეპუტატი არის საჭირო მიმართვისთვის, თუკი იყო არაკონსტიტუციური, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ. პირიქით, ჩვენ ამის მყარი საფუძველი გვაქვს და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: 14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური ან ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, დღესაც ვხედავთ, თუ რა გააფთრებული წნეხია საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ სარჩელით მიმართეს პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „14 წელია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან – ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური“
  4. რუსთავი 2სამთავრობოკოლექტიური "ნაცმოძრაობა" ამბობს, რომ ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი, ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ის დაადგენს სიმართლეს - შალვა პაპუაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არ გვეხებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ დღეს გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია და ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფიციალურად არის გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ. მათზე მიყურადება მიდის, მათში შეგზავნილი აგენტები მუშაობენ და ა.შ. ოფიციალურად, გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალოგია გერმანიაში, ჰყავს პირდაპირ მოსმენაზე დასმული მთავარი ოპოზიციური პარტია, ხელისუფლებას. ასე რომ, როცა ასეთი ვითარებებია სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“
„პარტიების აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი ვითარება, რაც არის, რომ ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ, პარტიულ პროცესს საქართველოში, ეს ტოქსიკური, მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს საზოგადოებას. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს ბიზნესი, რომელიმე კომპანია, არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიებიც, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას“
„14 წელია, ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი, 14 წელია, უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური და, შესაბამისად, სასამართლო დაადგენს ამას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ 14 წლის განმავლობაშ რომ ამტკიცებდა, „ქართული ოცნება“ არის არაკონსტიტუციური, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, შეეძლოთ, 14 წელი ჰქონდათ მათ იმისთვის, მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. 30 დეპუტატი არის საჭირო მიმართვისთვის, თუკი იყო არაკონსტიტუციური, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ. პირიქით, ჩვენ ამის მყარი საფუძველი გვაქვს და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: „მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია – კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები