პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე: მათი ქმედებები იყო ანტიდემოკრატიული, ანტიადამიანური, ასეთი პარტია საქართველოში დემოკრატიის, მრავალპარტიულობის და თავისუფლების განვითარებას ხელს არ უწყობს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებისაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სხდომას ერთ კვირაში გამართავს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მათი ქმედებები ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური იყო, რის გამოც ქვეყანაში თავისუფლებისა და მრავალპარტიულობის განვითარებას ხელს არ უწყობენ.

ირაკლი ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე: მათი ქმედებები იყო ანტიდემოკრატიული, ანტიადამიანური, ასეთი პარტია საქართველოში დემოკრატიის, მრავალპარტიულობის და თავისუფლების განვითარებას ხელს არ უწყობს
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური გაერთიანების შესაძლო აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას ერთ კვირაში გამართავს.

საუბარია "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებაზე. 88 კანონმდებლის სარჩელს, შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.

უმრავლესობა ოპონენტებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობებში ადანაშაულებს, რასაც საგამოძიებო კომისიის მრავალგვერდიანი მასალებით ასაბუთებს.

"მათი ქმედებები იყო ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური, ანტიადამიანური. რა თქმა უნდა, ისეთი პარტიის მიმართ დგება ყოველთვის პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაზეც სარჩელი არის შეტანილი, მათ ამ კუთხით აქვთ ასე ვთქვათ სწორედ უარყოფითი მხარეები, რომელზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი პარტია საქართველოში დემოკრატიის, მრავალპარტიულობისა და თავისუფლების განვითარებას არ უწყობს ხელს, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის და გადაწყვეტილების საგანი არის", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათი ქმედებები იყო ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური, ანტიადამიანური. რა თქმა უნდა, ისეთი პარტიის მიმართ დგება ყოველთვის პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაზეც სარჩელი არის შეტანილი, მათ ამ კუთხით აქვთ ასე ვთქვათ სწორედ უარყოფითი მხარეები, რომელზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი პარტია საქართველოში დემოკრატიის, მრავალპარტიულობისა და თავისუფლების განვითარებას არ უწყობს ხელს, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის და გადაწყვეტილების საგანი არის“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი: “პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები