ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის განცხადებით, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე კანდიდატმა გაიმარჯვა, გაყალბებულია

დონალდ ტრამპის მტკიცებით, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო. მედიის ცნობით, ტრამპს განცხადებისას მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ტრამპის განცხადებით, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე კანდიდატმა გაიმარჯვა, გაყალბებულია
ტრამპის განცხადებით, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე კანდიდატმა გაიმარჯვა, გაყალბებულიარუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე კანდიდატმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპს განცხადების დროს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

"მე მხარს არავის ვუჭერდი, თუმცა ეს კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ჰგავდა. არჩევნების შედეგები ეჭვგარეშე უნდა იყოს, ეს არჩევნები კი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა", - აღნიშნა ტრამპმა.

დამარცხებული მემარჯვენე პოლიტიკოსი და ბრაზილიელი სენატორი, ფლავიო ბოლსონარუ, არჩევნებში მარცხს არ აღიარებს.

მისი მამა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე იყო.

მედიის ინფორმაციით, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, ბოლო პერიოდში მემარჯვენე ძალების მიერ მოპოვებულ საარჩევნო გამარჯვებებს ტრამპის ადმინისტრაცია დადებითად შეხვდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპის განცხადებით, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები „შესაძლოა“ გაყალბდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე მხარს არავის ვუჭერდი, თუმცა ეს კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ჰგავდა. არჩევნების შედეგები ეჭვგარეშე უნდა იყოს, ეს არჩევნები კი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები „შესაძლოა“ გაყალბდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები