ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CNN: ბრაზილიელმა სენატორმა, ფლავიო ბოლსონარომ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა

CNN-ის ცნობით, ბრაზილიელმა სენატორმა ფლავიო ბოლსონარომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. წყაროს ინფორმაციით, მას დაპატიმრების ეშინოდა, რადგან უზენაესი სასამართლო მის წინააღმდეგ კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეს იძიებს.

CNN: ბრაზილიელმა სენატორმა, ფლავიო ბოლსონარომ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა
CNN: ბრაზილიელმა სენატორმა, ფლავიო ბოლსონარომ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართაიმედინიუსი

ბრაზილიელმა სენატორმა, ფლავიო ბოლსონარომ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა. აღნიშნული ინფორმაცია CNN-ს ორმა წყარომ დაუდასტურა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ბოლსონარო ამჟამად ფლორიდის მიმართულებით მიფრინავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლო მან ბრაზილიის დატოვება, მით უმეტეს, რომ ორშაბათს პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ პოლიციამ მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

ბოლსონაროსთან დაახლოებული ბრაზილიური წყაროს ცნობით, პოლიტიკოსს სამშობლოში დაპატიმრების ეშინოდა, სადაც ქვეყნის უზენაესი სასამართლო მის წინააღმდეგ გამოძიებას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და სავალუტო მაქინაციების ბრალდებით აწარმოებს. ბოლსონარო ყველა ბრალდებას უარყოფს.

მისი ადგილსამყოფელის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არგენტინულმა გამოცემა Infobae-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლსონარომ ბრაზილია არგენტინის გავლით დატოვა, მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხდა. თუმცა, არგენტინის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ფლავიო ბოლსონაროს შესვლის არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.

CNN Brasil-ის ცნობით, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ბოლსონაროს საზღვარგარეთის პასპორტები გააუქმა მას შემდეგ, რაც მან დოკუმენტების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარი თქვა.

ორშაბათს ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა ბოლსონაროს პასპორტების ჩასაბარებლად 24-საათიანი ვადა მისცა. CNN-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა თავად სენატორს, მის პოლიტიკურ პარტიასა და ბრაზილიის ფედერალურ პოლიციას.

ბოლსონაროს თქმით, პოლიციამ მას ბრძანება პირადად გააცნო და აცნობა, რომ ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოCNN: ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარუმ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფლავიო ბოლსონარომ გაიმარჯვა - მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები