ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ბოლტით“ მგზავრობა 12%-ით გაძვირდა

კომპანია „ბოლტის“ განცხადებით, 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება, რაც საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდით და მძღოლების შემოსავლის მხარდაჭერის აუცილებლობით აიხსნება.

„ბოლტით“ მგზავრობა 12%-ით გაძვირდა
„ბოლტით“ მგზავრობა 12%-ით გაძვირდაბათუმელები

18 სექტემბრიდან „ბოლტით“ მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

პარტნიორი მძღოლების ღირსეულ შემოსავალზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და მომავალშიც ასე დარჩება. მადლობა ნდობისთვის, ყოველდღიური შრომისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ქალაქს გადაადგილებაში ეხმარებით.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობებსა და შემოსავლიან სამუშაო დღეებს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც მძღოლებს მიემართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობა გაძვირდა - „ინფო რუსთავი"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები