ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება" - Bolt

კომპანია Bolt-მა გამოაცხადა, რომ 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება, გარდა მინიმალური ტარიფებისა. კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდისა და პარტნიორი მძღოლების შემოსავლების მხარდაჭერისთვის იქნა მიღებული.

"18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება" - Bolt
"18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება" - BoltBM.GE

საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება (ცვლილება არ ეხება მინიმალურ ტარიფებს).

"ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

პარტნიორი მძღოლების ღირსეულ შემოსავალზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და მომავალშიც ასე დარჩება. მადლობა ნდობისთვის, ყოველდღიური შრომისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ქალაქს გადაადგილებაში ეხმარებით.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობებსა და შემოსავლიან სამუშაო დღეებს! ბოლტის გუნდი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.