პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ირაკლი ქარსელაძის დაჭერის შესაძლებლობაზე - ნუ მეკითხებით ნურავის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმე არავის დაჭერა არ არის - რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ჩვენი თვითმიზანი არ არის, ვინმეს, რამე გადავაბრალოთ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის შესაძლო დაკავებაზე, უპასუხა, რომ მისი საქმე არავის დაჭერა არ არის. კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების თვითმიზანი არ არის ვინმეს რამე გადააბრალოს, თუმცა იყო პრობლემები და გამოწვევები, რომელთა დასაძლევადაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

ირაკლი კობახიძე ირაკლი ქარსელაძის დაჭერის შესაძლებლობაზე - ნუ მეკითხებით ნურავის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმე არავის დაჭერა არ არის - რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ჩვენი თვითმიზანი არ არის, ვინმეს, რამე გადავაბრალოთ
ინტერპრესნიუსი

ნუ მეკითხებით ნურავის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმე არავის დაჭერა არ არის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ხომ არ არის მოსალოდნელი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის დაკავება.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი თვითმიზანი არ არის, ვინმეს რამე გადააბრალონ.

„რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ჩვენი თვითმიზანი არ არის, ვინმეს, რამე გადავაბრალოთ. მე განვაცხადე, რომ იყო პრობლემები და გამოწვევები. ამ გამოწვევებისა და პრობლემების დასაძლევად, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. საბოლოოდ, მომავალში კორუფციის, პრობლემების გარეშე სწრაფი ტემპით უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პრემიერი: გვქონდა გამოწვევები, ვითარების გამოსასწორებლად ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები