პრემიერ-მინისტრი: „როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა არასდროს იქნება არცერთი მენიუს ნაწილი, რითაც გამოეხმაურა გია ჯაფარიძის მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას და აღნიშნა, რომ ეს აგენტურის დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„თავის დროზე, აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ამ ტერმინიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად მათ ბუნებასა და მათ განწყობაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. არცერთ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი. თავის დროზე, აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„თავის დროზე, აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.