ირაკლი კობახიძე: "მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. მისი თქმით, ამ პოზიციას ვერ შეცვლიან ბარამიძე, გვარამია, ბერძენიშვილი და სხვები, რომლებიც, პრემიერის მტკიცებით, საგარეო დაკვეთას ასრულებენ და ცდილობენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკანა პლანზე გადაიტანონ.

“მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს ახალი დაკვეთა, ახალი დავალება საკუთარი ხელმძღვანელებისგან ქვეყნის გარედან.
„ამაზე მიანიშნებს ჯერ ბარამიძის განცხადება, შემდეგ გვარამიას განცხადებები, მანამდე იყო ბერძენიშვილის განცხადება. მათ აქვთ ახალი ხაზი, ახალი დაკვეთა, ახალი დავალება მიღებული, რომლის მიზანია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი გადავიდეს უკანა პლანზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.