ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულია მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სოციალური შემწეობის მიმღებთა სიების გადახედვასთან დაკავშირებით, რათა მონაცემები ობიექტურ რეალობას შეესაბამებოდეს და დახმარება მხოლოდ მათ შენარჩუნდეს, ვისაც რეალურად ესაჭიროება.

პრემიერი: მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა
პრემიერი: მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობარუსთავი 2

ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმდენად მკაფიო კრიტერიუმი არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს.

"2020 წელს განახლდა სიები, გაფართოვდა შემწეობის მიმღებთა სია. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ იყო კოვიდი და კოვიდმა გამოიწვია სოციალური ფონის დამძიმება და 2020 წლის შემდეგ იყო გამოცხადებული ერთგვარი მორატორიუმი, მათ შორის, ხან საზოგადოების შესაბამისი წარმომადგენლების გაღიზიანებას ერიდებოდნენ და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩვენ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. იმდენად მკაფიო კრიტერიუმი არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს. ჩვენ მივიღეთ თამამი, გაბედული გადაწყვეტილება, დავიწყეთ ამ სიების გადახედვა, რაც არის მტკივნეული პროცესი. შეიძლება ვიღაც, რაღაც ეტაპზე ერიდებოდა ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო. ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა", - განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.