ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

სექტემბერში საარსებო შემწეობა 23 241 ადამიანს შეუწყდა, 9 თვეში კი ბაზიდან ჯამში 163 111 პირი ამოიღეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბენეფიციართა რაოდენობა იანვარში არსებული 710 226-დან სექტემბერში 547 115-მდე შემცირდა.

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა
საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდაTV პირველი

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით „ბიზნესპრესნიუსმა“ გაავრცელა.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში, საარსებო შემწეობა 23 241 ადამიანს შეუწყდა, წელს 9 თვეში კი ბაზიდან ჯამში 163 111 პირი ამოიღეს.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 356-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი სექტემბერში 547 115-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში:

იანვარი - 710 226 ადამიანი;

თებერვალი - 709 458 ადამიანი;

მარტი - 667 793 ადამიანი;

აპრილი - 645 920 ადამიანი;

მაისი - 605 033 ადამიანი;

ივნისი - 584 137 ადამიანი;

ივლისი - 576 902 ადამიანი;

აგვისტო - 570 356 ადამიანი;

სექტემბერი - 547 115 ადამიანი;

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ პირველი განცხადება 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა.

„ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“- თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?