ეკონომიკა · 26 ოქტომბერი, 00:01
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი
ქსელში გადართვების გამო 26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩასა და სოფელ დიღომში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ქსელში გადართვების გამო 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კონკრეტული მისამართებისა და გრაფიკის შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…