თბილისში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია იმართება სლოგანით "საქართველო იმსახურებს უკეთესს"
თბილისში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომლითაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით 28 ნოემბრამდე დაგეგმილი კამპანია იწყება. შეკრება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მიზნით შეტანილი სარჩელის განხილვის ფონზე მიმდინარეობს.

ეს არის კამპანიის დასაწყისი, რომელიც 28 ნოემბრამდე გაგრძელდება - ამ დღეს ორი წელი ხდება იმ დღიდან, როცა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ. ამ განცხადებას ხალხმრავალი აქციები, დემონსტრანტებზე პოლიციის მხრიდან უპრეცედენტო ძალადობა და აქციის მონაწილეების დაკავებები მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიები ამ აქციით აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას.
მათი შეკრების ფონია ქართული ოცნების 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მიზანიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…