ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, კანონის წინაშე პასუხს აგებს - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, კანონის წინაშე პასუხს აგებს და საჭიროების შემთხვევაში შეკრებები აიკრძალება.
საფრანგეთში საპროტესტო ტალღა გრძელდება - ქუჩებში გამართული დემონსტრაციები, პოლიციასთან შეტაკებები და დაკავებები ემანუელ მაკრონის ხელისუფლებისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება. დაძაბულობის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი მკაცრ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ ძალადობაში მონაწილე პირები კანონის წინაშე პასუხს აგებენ. მაკრონი არ გამორიცხავს გარკვეული შეკრებების აკრძალვასაც და სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებას აანონსებს.
"ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა კანონის წინაშე პასუხს აგებს. საჭიროების შემთხვევაში გარკვეული შეკრებები აიკრძალება და ყველა აუცილებელი ზომა გატარდება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და პროფკავშირს, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაგმონ ნებისმიერი ძალადობა და მოუწოდონ სიმშვიდისკენ.
აქ მინდა სრულიად მკაფიო ვიყო: დამრბევების, მაროდიორებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ძალადობას ჩადის ვიქნებით შეურიგებელნი. ქუჩაში გასვლა, დემონსტრაციების გამართვა და წესრიგის დარღვევა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: დააზიანოს რესპუბლიკა და მოიპაროს პოლიტიკური დებატების სივრცე", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…