პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე: მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის, რადგან არ მწამს, რომ ძალადობა ოდესმე შეიძლება იყოს სიმამაცის გამოხატულება - ძალადობის გამოვლინებას ვერანაირად ვერ შევეგუები

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეთა წუხილი ესმის, თუმცა მკაცრად დაგმო ძალადობრივი ქმედებები.

მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე: მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის, რადგან არ მწამს, რომ ძალადობა ოდესმე შეიძლება იყოს სიმამაცის გამოხატულება - ძალადობის გამოვლინებას ვერანაირად ვერ შევეგუები
იმედინიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც აქამდე თითქმის არ საუბრობდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაზე, თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

მაკრონი აღნიშნავს, რომ ამ მოძრაობის ერთ ქუდქვეშ გაერთიანება და განზოგადება შეცდომა იქნება.

„მიმაჩნია, რომ ამ მოძრაობაში ყველაფერი ერთადაა არეული. პროტესტს ასე ცალსახად ვერ შევაფასებდი. თუმცა, როდესაც ადამიანი ხმას იმაღლებს და ამბობს: „მე მინდა ჩემი მომავალი თავად ავირჩიო“, ეს ნამდვილად არის გაბედულება - თავისებური გამბედაობის ფორმაა“, - აღნიშნა მან.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი პროტესტსა და ძალადობრივ ქმედებებს შორის ზღვარს.

„მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის, რადგან არ მწამს, რომ ძალადობა ოდესმე შეიძლება იყოს სიმამაცის გამოხატულება. გაბედულება ასევე გულისხმობს პატივისცემას და ყოველდღიურობის გაუმჯობესების სურვილს. აი, ამას ვცემ პატივს და ეს მესმის. მესმის როგორც მათი წუხილი, ისე უკეთესობისკენ სწრაფვა, თუმცა ძალადობის გამოვლინებას ვერანაირად ვერ შევეგუები“, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, კანონის წინაშე პასუხს აგებს - ემანუელ მაკრონიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები