ქუჩაში გასვლა, დემონსტრაციების გამართვა და წესრიგის დარღვევა, ერთ მიზანს ემსახურება: დააზიანოს რესპუბლიკა და მოიპაროს პოლიტიკური დებატების სივრცე - ემანუელ მაკრონი
„ქართული ოცნება“ დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი აცხადებს, რომ რესპუბლიკის დამხობის მცდელობაში მონაწილე პირები კანონის წინაშე პასუხს აგებენ და ძალადობის ჩამდენთა მიმართ შეურიგებელნი იქნებიან.

ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოცადა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა და ანტიდემოკრატიულ ქმედებას აღარავინ ახსენებს. უფრო მეტიც, ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
ბრიუსელი გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებასა და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რესპუბლიკის დამხობის მცდელობაში მონაწილე პირები კანონის წინაშე პასუხს აგებენ. მაკრონმა პოლიტიკურ პარტიებსა და პროფკავშირებს ძალადობის მკაფიოდ დაგმობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, კანონის წინაშე პასუხს აგებს. საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული შეკრებები აიკრძალება და ყველა აუცილებელი ზომა გატარდება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და პროფკავშირს, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაგმონ ნებისმიერი ძალადობა და მოუწოდონ სიმშვიდისკენ. აქ მინდა სრულიად მკაფიო ვიყო: დამრბევების, მოროდიორებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ძალადობას სჩადის, ვიქნებით შეურიგებელნი. ქუჩაში გასვლა, დემონსტრაციების გამართვა და წესრიგის დარღვევა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: დააზიანოს რესპუბლიკა და მოიპაროს პოლიტიკური დებატების სივრცე", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ციტატები სტატიიდან
„ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, კანონის წინაშე პასუხს აგებს. საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული შეკრებები აიკრძალება და ყველა აუცილებელი ზომა გატარდება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და პროფკავშირს, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაგმონ ნებისმიერი ძალადობა და მოუწოდონ სიმშვიდისკენ. აქ მინდა სრულიად მკაფიო ვიყო: დამრბევების, მოროდიორებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ძალადობას სჩადის, ვიქნებით შეურიგებელნი. ქუჩაში გასვლა, დემონსტრაციების გამართვა და წესრიგის დარღვევა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: დააზიანოს რესპუბლიკა და მოიპაროს პოლიტიკური დებატების სივრცე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.