ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართულ გრან-პრის ეტაპზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და სამ კატეგორიაში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვასპორტალი

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართულ გრან-პრის სერიის პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - სამ კატეგორიაში ასპარეზობისას სამივე მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 2 ვერცხლი!

ანასტასია გუბანოვამ ქალთა ერთეულთა სრიალში ვერცხლის მედალი, ხოლო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის სპორტული ცეკვების წყვილმა საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული ვერცხლი შემატა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას გამარჯვება! სპორტულმა წყვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და ის, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედალი სრულიად დამსახურებული იყო. ანჟეში მათ ბრწყინვალე ასპარეზობა ოქროს მედლით დააგვირგვინეს!

ეს შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ახალი ფურცელია: პირველად, გრან-პრის სერიის უფროსთა კატეგორიაში, ჩვენმა წარმომადგენლებმა ერთ ეტაპზე სამივე კატეგორიაში მოიპოვეს მედლები, ხოლო ქალთა ერთეულთა სრიალსა და სპორტულ ცეკვებში ვერცხლის მედლები ისტორიული მიღწევაა.

სამი კატეგორია, სამი მედალი, კიდევ ერთი დიდი გამარჯვება! ეს წარმატება არა მხოლოდ სიამაყის საფუძველი, არამედ გრან-პრის ფინალში საგზურებისთვის ბრძოლის იმედისმომცემი დასაწყისია.

გილოცავთ ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ქართული ფიგურული ციგურაობის თითოეულ გულშემატკივარს!

წყარო: Georgian Figure Skating Federation

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები