გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ჩინეთის გრან პრიზე მოკლე პროგრამაში კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზეა. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში ასევე მეორე პოზიცია დაიკავეს.

ორი კვირის წინ საფრანგეთის გრან პრის ეტაპზე მიღწეული რეკორდი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ კვლავ გააუმჯობესა და ჩინეთის გრან პრის ეტაპზე დღეს მოკლე პროგრამაში 75 ქულაზე მეტი დააგროვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა მეორე ადგილზეა. ლიდერულ პოზიციაზე მყოფი იაპონელი მონე ჩიბა ანასტასიას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, მესამე პოზიციაზე კი საერთაშორისო ასპარეზზე ახლად დაბრუნებული ალექსანდრა იგნატოვაა (ტრუსოვა) და ძალიან საინტერესო თავისუფალი პროგრამა გველოდება.
თავისუფალი პროგრამა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა 79.31 ქულა დაიმსახურა და მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ბრიტანელი წყვილი - ლაილა და ლუისი არიან, მათთან სხვაობა მხოლოდ 0.7 ქულას შეადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…