ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრი მოიგეს
საქართველოს ნაკრების წევრებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრიზე 204.65 ქულით ოქროს მედლები მოიპოვეს. ვერცხლის მედლები კი ანასტასია გუბანოვამ და დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა დაიმსახურეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 77.34 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში -127.31, ორი პროგრამის ჯამში კი 204.65 ქულა დააგროვა და გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა.
ამავე ეტაპზე ვერცხლი მედლები მოიპოვეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ და დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა.
საქართველოს ნაკრების წევრების შემდეგი გამოსვლა გრან-პრიზე 6-8 ნოემბერს, ჩინეთის ეტაპზე იქნება, როდესაც მაყურებლების წინაშე მეტელკინა/ბერულავა, დევისი/სმოლკინი, გუბანოვა და ნიკა ეგაძე წარდგებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…