ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

საფრანგეთის გრან-პრიზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, ისევე როგორც დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამასთან, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს.

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეასპორტალი

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე მსოფლიო გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი საკმაოდ იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ნაკრების წევრი მოციგურავეებისათვის.

კიდევ ერთი ისტორიული მედალი, ამჯერად, ქალების ერთეულთა კატეგორიაში - ანასტასია გუბანოვა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჩვენი ნაკრების წევრ ქალს გრან-პრის უფროსთა ეტაპზე ვერცხლის მედალი ადრე არასოდეს მოუპოვებია, ამდენად ანასტასიას ეს წარმატება ორმხრივ გასახარია და აღსანიშნავია, რომ მან პირველობა მხოლოდ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელ იაპონელ ამი ნაკაის დაუთმო. ამ მაღალმა შედეგმა ჩვენს სპორტსმენს 13 რეიტინგული ქულა მოუტანა, რაც მისთვის დიდი სტიმული იქნება ჩინეთში დაგეგმილ მესამე ეტაპზე ასპარეზობის წინ, სადაც დიდი ალბათობით, ნაწილობრივ გაირკვევა ფინალისტ ერთეულ ქალთა ვინაობა.

ეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენი ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. ერთ დღეს მოპოვებული ორი ვერცხლის მედალი საერთაშორისო დონის ისეთ მაღალრეიტინგულ ტურნირზე, როგორიც გრან პრის სერიის ეტაპია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ანასტასია გუბანოვას, დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს (წყვილმა ტურნირზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა) ამ მაღალ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას თავისუფალ პროგრამის წინ, სადაც ისინი ჯერჯერობით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ.

წყარო: Georgian Figure Skating Federation

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ანასტასია გუბანოვა ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები