პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა - ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, საჭიროა „წითელი ხაზების“ შენარჩუნება და ამას, ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება სათანადოდ უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და ოკუპაციის ფონზე „წითელი ხაზების“ შენარჩუნებას. ამგვარად ის გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეებზე გადაწყვეტილებების აღსრულების განხილვას.

ირაკლი კობახიძე - ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა - ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, საჭიროა „წითელი ხაზების“ შენარჩუნება და ამას, ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს
ინტერპრესნიუსი

ასეთი ტიპს განცხადებებიც, გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის განხილვას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი გზავნილები არის მნიშვნელოვანი.

„ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას. მათ შორის მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპს განცხადებებიც, გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ბუნებრივია, ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, ეროვნული გამოწვევა და საჭიროა ძალიან მკაფიოდ სატანადო პოლიტიკის შენარჩუნება, „წითელი ხაზების“ შენარჩუნება და ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის ფედერაციას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე: ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში, ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ: „ჩვენ მოვიგეთ ორი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას. მათ შორის მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპს განცხადებებიც, გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ბუნებრივია, ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, ეროვნული გამოწვევა და საჭიროა ძალიან მკაფიოდ სატანადო პოლიტიკის შენარჩუნება, „წითელი ხაზების“ შენარჩუნება და ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ განცხადებებს, ანალოგიურად, ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც ევროპული სტრუქტურები ერევიან ჩვენს შიდა საქმეებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები