პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: “ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს”

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსეთისა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის სულისკვეთება ერთი და იგივეა. პრემიერმა განაცხადა, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით პოზიციის გადახედვის შემთხვევაში, საქართველო რუსეთთან სასაუბროდაც მზადაა.

ირაკლი კობახიძე: “ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს”
POSTV

„როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესეც ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა – იმიტომ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი შიდა საქმე. ეს არის ჩვენი ტერიტორიები”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

“ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც, ბუნებრივია, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს.

სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე. ერთ ქვეყანასაც და მეორე ქვეყანასაც უნდა, ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში. სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ხარისხი არის განსხვავებული, იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტში ჩარევა.

შესაბამისად, სულისკვეთება არის ერთი და იგივე, მასშტაბი განსხვავებულია.

იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს. რუსეთთან დაკავშირებითაც კი იგივე შემიძლია გითხრათ. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც სასაუბროდ. თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება და ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით, უბრალოდ, თვითონ არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ხარისხია განსხვავებული - რუსეთთან უნდა ვისაუბროთ, რათა ოკუპაციის შესახებ პოლიტიკას გადახედოს, ანალოგიურად უნდა ვესაუბროთ ევროპულ სტრუქტურებსაც
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ განცხადებებს, ანალოგიურად, ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც ევროპული სტრუქტურები ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
განცხადებას, სადაც ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა, კობახიძე ზეწოლად აფასებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები