ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ინტენსიურ პერიოდში" - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 21 სექტემბერს დაიწყებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 21 სექტემბერს დაიწყებს და სექტემბერ-ოქტომბერში ოთხ შეხვედრას გამართავს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა ინტენსიური პერიოდის სირთულეებზე, ფეხბურთელების ტრავმებსა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაზე.

"არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ინტენსიურ პერიოდში" - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 21 სექტემბერს დაიწყებს
"არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ინტენსიურ პერიოდში" - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 21 სექტემბერს დაიწყებსრუსთავი 2

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათს, 21 სექტემბერს დაიწყებს. ჩვენი ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. "ჯვაროსნები" 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო 28-ში უკრაინას თბილისში უმასპინძლებენ, 2 ოქტომბერს უნგრეთს, 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრებიან. შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა, ვილი სანიოლმა მედიისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. მასთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე იაშვილიც.

"ცვლილებები ბევრ რამეს შეცვლის მომზადებასთან დაკავშირებით. მსგავსი ცვლილებები ძირითადად უფრო დიდ ნაკრებებს უწყობს ხელს, რომლებსაც დიდი არჩევანი აქვთ კარგი ფეხბურთელების, ხოლო შედარებით პატარა ქვეყნებს, როგორიც ჩვენი ნაკრებია, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ინტენსიურ და მოკლე პერიოდში. თუმცა, უნდა მოვერგოთ ახალ ფორმატს, უფრო ნაკლები დრო გვექნება ვარჯიშისთვის, გადამწყვეტი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვიმუშავებთ.

ვეცდებით ჩვენი რესურსი, რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა ამ სეზონის დასაწყისში. ზოგს ტრავმა ჰქონდა, ზოგი ახლა დაბრუნდა და საკმარისი სათამაშო დრო არ აქვთ კლუბებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგალითად კიტეიშვილის შეცვლა ჩვენთვის ძალიან რთულია.

ჩაკვეტაძესაც აკლია თამაშები, რაც საჭიროა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. იმედია ნაკრების მიმართ სიყვარულით ეს ყველაფერი კომპენსირდება და ისინი მაინც ბოლომდე დაეხმარებიან გუნდს, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული,"- აცხადებს სანიოლი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცვლილებები ბევრ რამეს შეცვლის მომზადებასთან დაკავშირებით. მსგავსი ცვლილებები ძირითადად უფრო დიდ ნაკრებებს უწყობს ხელს, რომლებსაც დიდი არჩევანი აქვთ კარგი ფეხბურთელების, ხოლო შედარებით პატარა ქვეყნებს, როგორიც ჩვენი ნაკრებია, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ინტენსიურ და მოკლე პერიოდში. თუმცა, უნდა მოვერგოთ ახალ ფორმატს, უფრო ნაკლები დრო გვექნება ვარჯიშისთვის, გადამწყვეტი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვიმუშავებთ. ვეცდებით ჩვენი რესურსი, რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა ამ სეზონის დასაწყისში. ზოგს ტრავმა ჰქონდა, ზოგი ახლა დაბრუნდა და საკმარისი სათამაშო დრო არ აქვთ კლუბებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგალითად კიტეიშვილის შეცვლა ჩვენთვის ძალიან რთულია. ჩაკვეტაძესაც აკლია თამაშები, რაც საჭიროა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. იმედია ნაკრების მიმართ სიყვარულით ეს ყველაფერი კომპენსირდება და ისინი მაინც ბოლომდე დაეხმარებიან გუნდს, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული,“
ვილი სანიოლი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები