ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს

ფრანგი ჟურნალისტის, დომინიკ სევერაკის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა პსჟ-სთვის უმძიმესი დარტყმაა და მისი წინა დონეზე დაბრუნება ყველაზე ადრე 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში მოხდება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთი“ სწორედ ქართველ ფეხბურთელს ეკუთვნის.

"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებსსპორტალი

„პარიზიენის“ მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას პსჟ-სთვის სერიოზული დარტყმა უწოდა:

„ეს, რბილად რომ ვთქვათ, პსჟ-სთვის უმძიმესი დარტყმაა. „კვარა“ ფენომენალურია, ერთნაირად კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სხვათა შორის, დაცვაში თამაშისას დაშავდა.

ის ფაქტიურად შეუცვლელია. ეს იგივეა, დემბელე რომ მთელი წელი გამოვიდეს მწყობრიდან, რადგან სხვა დემბელე სამყაროში არ არსებობს. ამიტომ სხვა ფეხბურთელის დამატება, სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნას არ ნიშნავს. ზამთარში „სხვა კვარას“ შეძენა შეუძლებელია, პირველად ბოლო ორ წელიწადში, ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგების შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო. უპრეცედენტო ვითარებაა, რომელიც, შესაძლოა, უპრეცედენტო რეაგირებას მოითხოვდეს. უახლოეს მომავალში არავითარ სიახლეს არ უნდა ველოდოთ, თუმცა კლუბი ვინმეს დამატებას, ალბათ, განიხილავს. პრინციპი იგივე რჩება: თუ არ არსებობს შესაფერისი მოთამაშე, რომელიც არ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მაშინ არ იქნება ტრანსფერები. დაუშვებელია ვინმეს მხოლოდ ვაკანსიის შესავსებად აყვანა.

ექსპერტების აზრით, 25 წლის შემდეგ, წინა დონეზე დაბრუნების შანსი თითქმის ნულოვანია. შესაძლებელია - 25 წლამდე. სამწუხაროდ, „კვარა“ თებერვალში 25 წლის გახდა. საუბარია ექვსიდან ცხრა თვემდე პაუზაზე, თუმცა იმავდროულად კიდევ ექვსიდან ცხრა თვემდე ძველ დონეზე დასაბრუნებლად დასჭირდება (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი დაბრუნება (საუბარი „ნამდვილ კვარაზეა“) ყველაზე ადრე 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში მოხდება.

იმედი მაქვს, ორშაბათს სწორედ ხვიჩა გახდება „ოქროს ბურთის“ მფლობელი, რამეთუ ჯილდოს სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშის საფუძველზე, სწორედ ის იმსახურებს ამას ყველაზე მეტად. ეს მეტისმეტად მცირე ნუგეში იქნება, თუმცა - მაინც ნუგეში. შესაძლოა, ეს მას აღდგენის პროცესშიც კი დაეხმაროს“.

ჟურნალისტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ჯილდოს მოსაპოვებლად ბრძოლაში, სხვა კანდიდატების მხარდამჭერების მხრიდან, გარკვეულ მანიპულაციებს აქვს ადგილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს, რბილად რომ ვთქვათ, პსჟ-სთვის უმძიმესი დარტყმაა. „კვარა“ ფენომენალურია, ერთნაირად კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სხვათა შორის, დაცვაში თამაშისას დაშავდა. ის ფაქტიურად შეუცვლელია. ეს იგივეა, დემბელე რომ მთელი წელი გამოვიდეს მწყობრიდან, რადგან სხვა დემბელე სამყაროში არ არსებობს. ამიტომ სხვა ფეხბურთელის დამატება, სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნას არ ნიშნავს. ზამთარში „სხვა კვარას“ შეძენა შეუძლებელია, პირველად ბოლო ორ წელიწადში, ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგების შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო. უპრეცედენტო ვითარებაა, რომელიც, შესაძლოა, უპრეცედენტო რეაგირებას მოითხოვდეს. უახლოეს მომავალში არავითარ სიახლეს არ უნდა ველოდოთ, თუმცა კლუბი ვინმეს დამატებას, ალბათ, განიხილავს. პრინციპი იგივე რჩება: თუ არ არსებობს შესაფერისი მოთამაშე, რომელიც არ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მაშინ არ იქნება ტრანსფერები. დაუშვებელია ვინმეს მხოლოდ ვაკანსიის შესავსებად აყვანა. ექსპერტების აზრით, 25 წლის შემდეგ, წინა დონეზე დაბრუნების შანსი თითქმის ნულოვანია. შესაძლებელია - 25 წლამდე. სამწუხაროდ, „კვარა“ თებერვალში 25 წლის გახდა. საუბარია ექვსიდან ცხრა თვემდე პაუზაზე, თუმცა იმავდროულად კიდევ ექვსიდან ცხრა თვემდე ძველ დონეზე დასაბრუნებლად დასჭირდება (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი დაბრუნება (საუბარი „ნამდვილ კვარაზეა“) ყველაზე ადრე 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში მოხდება. იმედი მაქვს, ორშაბათს სწორედ ხვიჩა გახდება „ოქროს ბურთის“ მფლობელი, რამეთუ ჯილდოს სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშის საფუძველზე, სწორედ ის იმსახურებს ამას ყველაზე მეტად. ეს მეტისმეტად მცირე ნუგეში იქნება, თუმცა - მაინც ნუგეში. შესაძლოა, ეს მას აღდგენის პროცესშიც კი დაეხმაროს“
დომინიკ სევერაკი
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები