აბას არაღჩი: უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი რეალიები დამყარდა. ჰორმუზის სრუტეში მარშრუტები არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე და არც სრუტის მართვა იქნება ისეთი, როგორიც ადრე
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, რეგიონში ახალი რეალიები დამყარდა, რის გამოც ჰორმუზის სრუტეში მარშრუტები და მართვა ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. მან აშშ ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.

თეირანი ომის შემდეგ ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ცვლილებებს აანონსებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი შეიცვლება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის მართვა. აბას არაღჩის თქმით, ახალ რეალიებზე კონსულტაციები ომანთან უკვე დაწყებულია.
არაღჩი ტრამპის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა, შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
„ბოლო 1,5 წლის ომები, განსაკუთრებით, „რამადანის ომი“ და „40-დღიანი ომი“ რეგიონის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა. ამ ომებმა დაანგრია უსაფრთხოების არსებული სტრუქტურები და შეცვალა ვითარება რეგიონში. ეს არის რეალობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს მსოფლიომ, რეგიონის ქვეყნებმა და ყველამ ჩვენგანმა; აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი რეალიები დამყარდა. ჰორმუზის სრუტეში მარშრუტები არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე და არც ჰორმუზის სრუტის მართვა იქნება ისეთი, როგორიც ადრე. არის საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკებები გვქონდა და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - დასძინა მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„ბოლო 1,5 წლის ომები, განსაკუთრებით, „რამადანის ომი“ და „40-დღიანი ომი“ რეგიონის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა. ამ ომებმა დაანგრია უსაფრთხოების არსებული სტრუქტურები და შეცვალა ვითარება რეგიონში. ეს არის რეალობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს მსოფლიომ, რეგიონის ქვეყნებმა და ყველამ ჩვენგანმა; აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი რეალიები დამყარდა. ჰორმუზის სრუტეში მარშრუტები არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე და არც ჰორმუზის სრუტის მართვა იქნება ისეთი, როგორიც ადრე. არის საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკებები გვქონდა და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…