ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირანი სრულად მზად არის ომის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიური გზები ჯერ არ ამოწურულა - აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა მზად არის ომის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიური გზებისთვისაც ღია რჩება და არჩევანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპზეა. მანამდე ტრამპმა უარყო ირანის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, თუმცა არაღჩის თქმით, ოფიციალური უარი ირანისთვის ჯერ არ გადაუციათ.

ირანი სრულად მზად არის ომის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიური გზები ჯერ არ ამოწურულა - აბას არაღჩი
ირანი სრულად მზად არის ომის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიური გზები ჯერ არ ამოწურულა - აბას არაღჩირუსთავი 2

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეერთებულ შტატებთან ბრძოლის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობაზე ჯერ უარს არ ამბობს, - ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

"ჩვენ სრულად მზად ვართ ომის განახლებისთვის და, ვიმეორებ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე, თუნდაც ეს აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს", - აღნიშნა არაღჩიმ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ისინი დიპლომატიისთვისაც მზად არის.

"ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა", - განაცხადა აბას არაღჩიმ.

გასულ კვირას, ირანმა ახლი შეთანხმება წამოაყენა, რომლის მიხედვითაც 7 დღის ვადაში გაიხსნებოდა ჰორმუზის სრუტე და აღდგებოდა ნორმალური გადაზიდვები გლობალური ნავთობმომარაგებისთვის; წინადადება შეერთებულ შტატებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, კატარის მეშვეობით გადაეცა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

ტრამპმა შაბათს თქვა, რომ მან ეს წინადადება უარყო და ჟურნალისტებს განუცხადა: მე მათი შეთანხმება უარვყავი. მათ სურთ ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვითაც, ისინი დაუყოვნებლივ გახსნიან სრუტეს, რადგან გამანადგურებელ ზიანს იღებენ.

არაღჩიმ კვირას განაცხადა, რომ, ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად, უარი ირანისთვის შუამავლების მეშვეობით ჯერ ოფიციალურად არ გადაუციათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ სრულად მზად ვართ ომის განახლებისთვის და, ვიმეორებ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე, თუნდაც ეს აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა“
აბას არაღჩი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.