ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის დრონებმა შეუტიეს ბელგოროდს და პერმის მხარეს

ბელგოროდზე უკრაინის უპილოტო აპარატების იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა, კურსკში კი 11 ათასამდე ადამიანი უშუქოდ დარჩა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი დრონის ჩამოგდებას ამტკიცებს.

უკრაინის დრონებმა შეუტიეს ბელგოროდს და პერმის მხარეს
უკრაინის დრონებმა შეუტიეს ბელგოროდს და პერმის მხარესრადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედროებმა 24-25 ოქტომბრის ღამესა და კვირას დილით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე განახორციელეს დარტყმები.

პერმის მხარეში, გუბერნატორ დმიტრი მახონინის მონაცემებით, იერიში მიიტანეს სამრეწველო საწარმოზე. ხუთმა ადამიანმა მიიღო ტრავმები. უკრაინული სამონიტორინგო არხები წერენ, რომ იერიში მიიტანეს ქალაქ ბერეზნიკიში მდებარე ტიტანის შენადნობების მწარმოებელ საწარმო „ავისმაზე“.

მახონინის თქმით, „სამრეწველო ობიექტმა“ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და მუშაობას აგრძელებს.

უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულად დაარტყეს ბელგორდს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ შუვაევმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 14 კი დაიჭრა. შუვაევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 30 მრავალბინიანი სახლი, ასევე ადმინისტრაციული შენობები, კომერციული და სოციალური ობიექტები. გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ სხდვათა შორის დაარტყეს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „მეგაგრინს“.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ხინშტეინმა დაწერა, რომ რეგიონში ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა 11 ათასამდე ადამიანი, დაშავდა ერთი ადამიანი, დღე-ღამის განმავლობაში ოლქის თავზე ჩამოაგდეს 174 უპილოტო აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, დამოუკიდებელი მონაცემები არ მოიპოვება. უკრაინის სამხედროებს დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გუშინ მასირებული იერიში მიიტანეს ომსკის სამრეწველო ზონაზე - ამასთან, გავრცელებული ცნობებით, მისი მიზანი არ ყოფილა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ასევე თავდასხმა განხორციელდა ქვესადგურ „ტამანზე“, რის გამოც ანექსირებულ ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები წარმოიშვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის იერიშის შედეგად ბელგოროდში ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები