ილონ მასკის განცხადებით, უკრაინამ Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვია და ის შეტევითი დრონების დარტყმებისთვის გამოიყენა
ილონ მასკის მტკიცებით, უკრაინამ Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვია და ის შეტევითი დრონებისთვის გამოიყენა, თუმცა მისი გამორთვის შემთხვევაში ფრონტის ხაზი მაშინვე ჩამოიშლება.

ილონ მასკის განცხადებით, SpaceX-მა უკრაინის დასაცავად გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ და ეს სხვაობა, მისი თქმით, ძალიან დიდია. ამასთან, მან უკრაინა დაადანაშაულა, რომ ქვეყანა ტექნოლოგიას მომსახურების პირობების დარღვევით - "ადამიანების მოსაკლავად" იყენებდა.
"Starlink-ი სამოქალაქო დანიშნულების კომერციული სერვისია. მისი შეტევითი დრონების დარტყმების განსახორციელებლად, ადამიანების მოსაკლავად გამოყენება არასდროს ყოფილა დაშვებული და არც უნდა იყოს დაშვებული", - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი მტკიცებით, უკრაინამ "დაარღვია Starlink-ის მომსახურების პირობები და ის ადამიანების მოსაკლავად, შეტევითი დრონების დარტყმებისთვის გამოიყენა და ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა". მასკმა ასევე განმარტა, რომ Starshield-ი განსხვავებული სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს.
"რის გაკეთებას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა" - აღნიშნა მასკმა. მისივე თქმით, Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის და მისი გამორთვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
"Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ეს ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია - სულ მცირე, ახლა მაინც. თუ Starlink-ი გამოირთვება, უკრაინის ფრონტის ხაზი მაშინვე ჩამოიშლება. ეს არ არის მუქარა, არამედ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა", - აღნიშნა მასკმა.
მასკის თქმით, Starlink-ის სისტემამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის დასაწყისში, რადგან ეს იყო კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება, რომლის "განადგურება ან ჩახშობა" რუსეთს არ შეეძლო.
"SpaceX-მა უკრაინის დასაცავად გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ. ამავდროულად, მე მხოლოდ ღრმა ზიზღს ვგრძნობ იმ ბოროტი ომის მომხრეების მიმართ, რომლებიც, ლამაზი ლოზუნგების მიღმა დამალულები, უსასრულო ხოცვა-ჟლეტისკენ ისწრაფვიან კონფლიქტის რეალური გადაწყვეტის შეთავაზების ნაცვლად. ჯოჯოხეთში დაიწვით. ამით ყველაფერია ნათქვამი", - წერს ილონ მასკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულამასკი: უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია - უკრაინაბრალდებას უარყოფს
- იმედინიუსიმასკმა უკრაინა Starlink-ის „თავდასხმითი“ დარტყმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი უპასუხეს, რომ ეს „ტექნიკურად შეუძლებელია“
- POSTVილონ მასკი: „უკრაინელმა სამხედროებმა დაარღვიეს Starlink-ის გამოყენების პირობები და მას ადამიანების მკვლელობის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმითი დარტყმებისთვის იყენებდნენ“
- რადიო თავისუფლებამასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„Starlink-ი სამოქალაქო დანიშნულების კომერციული სერვისია. მისი შეტევითი დრონების დარტყმების განსახორციელებლად, ადამიანების მოსაკლავად გამოყენება არასდროს ყოფილა დაშვებული და არც უნდა იყოს დაშვებული“
„რის გაკეთებას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა“
„Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ეს ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია - სულ მცირე, ახლა მაინც. თუ Starlink-ი გამოირთვება, უკრაინის ფრონტის ხაზი მაშინვე ჩამოიშლება. ეს არ არის მუქარა, არამედ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“
„SpaceX-მა უკრაინის დასაცავად გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ. ამავდროულად, მე მხოლოდ ღრმა ზიზღს ვგრძნობ იმ ბოროტი ომის მომხრეების მიმართ, რომლებიც, ლამაზი ლოზუნგების მიღმა დამალულები, უსასრულო ხოცვა-ჟლეტისკენ ისწრაფვიან კონფლიქტის რეალური გადაწყვეტის შეთავაზების ნაცვლად. ჯოჯოხეთში დაიწვით. ამით ყველაფერია ნათქვამი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…