ილონ მასკი: „უკრაინელმა სამხედროებმა დაარღვიეს Starlink-ის გამოყენების პირობები და მას ადამიანების მკვლელობის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმითი დარტყმებისთვის იყენებდნენ“
ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროები Starlink-ის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას დრონებით დარტყმებისთვის იყენებდნენ. უკრაინული მხარე ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ქსელის გამოყენება ასეთი მიზნით ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროები Starlink-ის თანამგზავრული კავშირის გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.
„უკრაინელმა სამხედროებმა დაარღვიეს Starlink-ის გამოყენების პირობები და მას ადამიანების მკვლელობის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმითი დარტყმებისთვის იყენებდნენ. ეს ხვრელი გასულ კვირას დაიხურა“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.
მან დასძინა, რომ Starlink-ის გამოყენება ადამიანების მკვლელობის მიზნით „არასდროს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს ნებადართული“, მაშინ როდესაც Starshield [Starlink-ის სამხედრო ვერსიაა] სხვა სისტემაა და აშშ-ის მთავრობის კონტროლქვეშ იმყოფება. „რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მასთან დაკავშირებით, მათზეა დამოკიდებული“, – დაწერა მასკმა.
მისივე თქმით, Starlink-ი რომ გამორთულიყო, „უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა“. „ეს არ არის მუქარა, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“, – განაცხადა მან. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ SpaceX-მა „უკრაინის დასაცავად ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე დედამიწაზე ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ“.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებში, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ Starlink-ი რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დრონებით შორ და საშუალო მანძილზე დარტყმების მისატანად მისი გამოყენება „ფიზიკურად არ შეუძლიათ“.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, სერგეი სტერნენკომ დასძინა, რომ ნებისმიერი თანამგზავრული ტერმინალის მოძრაობაში სამუშაოდ საჭირო იყო მისი სპეციალურ „თეთრ სიაში“ შეყვანა და სამხედრო სისტემა Starshield-თან მიერთება, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო Starlink-ის გამოყენება უპილოტო აპარატების საშუალებით ამოცანების შესასრულებლად „ტექნიკურად შეუძლებელი“ იყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულამასკი: უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია - უკრაინაბრალდებას უარყოფს
- იმედინიუსიმასკმა უკრაინა Starlink-ის „თავდასხმითი“ დარტყმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი უპასუხეს, რომ ეს „ტექნიკურად შეუძლებელია“
- რადიო თავისუფლებამასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„უკრაინელმა სამხედროებმა დაარღვიეს Starlink-ის გამოყენების პირობები და მას ადამიანების მკვლელობის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმითი დარტყმებისთვის იყენებდნენ. ეს ხვრელი გასულ კვირას დაიხურა“
„არასდროს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს ნებადართული“
„რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მასთან დაკავშირებით, მათზეა დამოკიდებული“
„უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა“
„ეს არ არის მუქარა, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“
„უკრაინის დასაცავად ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე დედამიწაზე ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ“
„ფიზიკურად არ შეუძლიათ“
„ტექნიკურად შეუძლებელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…