ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს

ილონ მასკმა უკრაინის სამხედრო ძალები Starlink-ის პირობების დარღვევასა და სისტემის დრონებით იერიშებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, Starlink სამოქალაქო სერვისია და მისი გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი მყისიერად ჩამოიშლება.

მასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს
მასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებსრადიო თავისუფლება

Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევის ბრალდებაში მასკი ამბობს, რომ ის სამოქალაქო კომერციული სერვისია და სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის დრონების იერიშებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია.

Starlink არის სამოქალაქო კომერციული სერვისი და სამხედრო იერიშების მიზნით მისი გამოყენება დაუშვებელია.

"Starlink-ის ადამიანების დასახოცად გამოყენება არასოდეს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს.

Starshield-ს კი, რომელიც სრულიად განსხვავებული სისტემაა, აშშ-ს მთავრობა აკონტროლებს. რას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა.

უკრაინის სამხედრო ძალებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს და ის დრონებით შესრულებული შეტევითი დარტყმებისთვის ადამიანების დასახოცად გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა" - წერს მასკი 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ასევე საუბარია Starlink-ის კრიტიკულ მნიშვნელობაზე უკრაინის ფრონტის ხაზისთვის. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი სისტემა, რომლის ჩახშობაც რუსეთს არ შეუძლია და თუკი ის გაითიშება, "უკრაინის ფრონტის ხაზიც მყისიერად ჩამოიშლება."

"ეს არ არის მუქარა, მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა.

Starlink გადამწყვეტი აღმოჩნდა ომის პირველ დღეებში რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის აღსაკვეთადაც, რადგან ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო.

უკრაინის დასაცავად SpaceX-მა დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ კერძო კომპანიაზე ბევრად მეტი გააკეთა" - წერს მასკი.

მისი ამ პოსტის ფონია უკრაინის თავდაცვის მინისტრის იმავე დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ Starlink-ზე მანამდე მოქმედი სიჩქარის შეზღუდვა მოიხსნა და ტერმინალები საათში 400 კილომეტრზე სწრაფად გადაადგილების შემთხვევაშიც სტაბილურ კავშირს ინარჩუნებდნენ.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება გაგრძელებაა იმ ცნობების, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ჯერ Starlink-ის უკრაინული მხარისთვის გათიშვის, შემდეგ კი სიჩქარეების შეზღუდვის შესახებ, რაც უკრაინას ურთულებდა როგორც მოიერიშე დრონების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, ისე რუსული დრონების ჩამოგდებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„Starlink-ის ადამიანების დასახოცად გამოყენება არასოდეს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს. Starshield-ს კი, რომელიც სრულიად განსხვავებული სისტემაა, აშშ-ს მთავრობა აკონტროლებს. რას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა. უკრაინის სამხედრო ძალებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს და ის დრონებით შესრულებული შეტევითი დარტყმებისთვის ადამიანების დასახოცად გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა“
მასკი
„უკრაინის ფრონტის ხაზიც მყისიერად ჩამოიშლება.“
მასკი
„ეს არ არის მუქარა, მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. Starlink გადამწყვეტი აღმოჩნდა ომის პირველ დღეებში რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის აღსაკვეთადაც, რადგან ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო. უკრაინის დასაცავად SpaceX-მა დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ კერძო კომპანიაზე ბევრად მეტი გააკეთა“
მასკი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მასკმა უკრაინას Starlink-ის შეზღუდვა მოუხსნა - ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები